თეგებით ძიება

სააკაშვილის გათავისუფლება თუ მოხერხდა,აღარ არსებულა ხელისუფლება - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის დაყენება ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლამდე არალოგიკურია.

"საკითხის ასე დასმა არასწორია, სააკაშვილის გათავისუფლება თუ მოხერხდა, ესეიგი აღარ არსებულა ხელისუფლება, იქიდან გამომდიმარე, რომ ეს ამბავი ივანიშვილმა ძალის დემონსტრირების საკითხად აქცია. ყოველთვის, როცა საკითხი ასე დაისმევა, რომ სხვა საკითხები კი არა, ეს არის მთავარი, ეს ყოველთვის შემოიტანს განხეთქილებას და არაფრის მომტანი არ იქნება. ვინმეს თუ მართლა წარმოუდგენია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს ჯერ და მერე (ივანიშვილის) დამარცხება, როგორც კი ეს მოხდება ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს კონტროლი აღარ აქვს", - ამბობს გიგა ბოკერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა