თეგებით ძიება

ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს სასამართლოებში წავიღებთ - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი საკრებულოების ძველი შემადგენლობით ბიუჯეტების დამტკიცებას "ძალაუფლების მიტაცებას" უწოდებს.

"სახეზე გვაქვს შეთანხმებული მოქმედება ქართული ოცნების საარჩევნო შტაბისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ამ პროცესში ცესკომ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო, აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი და მათ განეხორციელებინათ უფლებამოსილება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა