თეგებით ძიება

სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს - ვიდეო

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი გიგი უგულავა დააკავეს.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციელებმა სასამართლოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს.

გიგი უგულავასა და ერთ-ერთ სამართალდამცველს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. უგულავამ პოლიციას ძაღლები უწოდა. სამართალდამცველმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა, ხოლო გიგი უგულავა მისი ვინაობით დაინტერესდა. სიტყვიერი დაპირისპირება ხმაურში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ უგულავა ტერიტორიიდან გაიყვანა.

მასთან ერთად პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი გაიყვანა ტერიტორიიდან.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა