თეგებით ძიება

ტყვეობაშია ამ სახელმწიფოს სინდისი და ღირსება - ნიკა მელია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს "ენმ-ს" თავმჯდომარე, ნიკა მელიაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს.

მისი თქმით, დღეს მხოლოდ სააკაშვილი არ არის ტყვეობაში და რეჟიმი, რომელმაც სახელმწიფოს ღირსების ტყვეობაში მოქცევა იკადრა, მალე უნდა დასრულდეს:

„დღეს მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არ ჰყავთ ტყვეობაში, ვფიქრობ, ამ სახელმწიფოს სინდისი, ნამუსი, თავმოყვარეობა და ღირსება არის ტყვეობაში და ეს ყველაფერი არის გასათავისუფლებელი. რეჟიმი, რომელმაც ეს იკადრა, დარწმუნებული ვარ, რომ საკადრის პასუხს მიიღებს ქართული საზოგადოების მხრიდან. ეს პოლიციური რეჟიმი არ უნდა ბატონობდეს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა და ელემენტარულად ღირსია, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ჰყავს, რომელიც მოქალაქის საჭიროებებზე ზრუნავს და არა პირიქით. დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაჩაგროს, ჩაახშოს ქართველი ხალხის ხმა. მეტი საზრუნავი ამ რეჟიმს არ აქვს", - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, დღევანდელი დღე ამ ყველაფრის თვალსაზრისით იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

"ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე, საქართველოს მოქალაქეებზე. თუ ვინმე არის ოპოზიცია, ცუდი გაგებით, ეს არის რეჟიმი, რომელიც ოპოზიციაში არის ქართველ ხალხთან. როდესაც ეს მოცემულობა გვაქვს, ჩვენ ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად, არაძალადობრივად უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური პროტესტი, სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვაგდებთ და თავისუფლება არ გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილის ვერც პატიმრობით, ვერც ტყვეობით, ვერც დისკომფორტს შეუქმნიან. მან კარგად იცის, რისთვის გადის მძიმე დღეებს. მთელი ქვეყანა არის ტყვეობაში, მათ შორის ეს პოლიციელებიც“, - განაცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა