თეგებით ძიება

პრეზიდენტმა ე.წ. რუსულ კანონს ვეტო დაადო - ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინაღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. რუსულ კანონს ვეტო დაადო. მან ამის შესახებ რამდნეიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინაღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება რაავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა