თეგებით ძიება

აშშ განაგრძობს გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ განაგრძობს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძნობს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დეკლარირებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამები (ANP) დეტალურად აღწერს მათ გზას წევრობისკენ.

საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის" (EOP) წევრები, რაც ამაღლებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

NATO-ს მინისტერიალი 30 ნოემბერს და 1-ლ დეკემბერს რიგაში გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა