თეგებით ძიება

" ვტოვებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" - რატომ წავიდა იმედა კლდიაშვილი პარტიიდან?

ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატი იმედა კლდიაშვილი “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ტოვებს. პარტიიდან წასვლის მიზეზებს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში განმარტავს.

"სალამი
ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა.
ეხლა ახალი ეტაპი იწყება - არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადას პარტიულ საქმიანობას.
1. პოლიტიკოსობას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე მე არ მაქვს.
2. იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ვტოვებ გირჩი - მეტი თავისუფლებას.
დიდი მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერდით ჩემი ამ აქტიურობის პერიოდში", - წერს კლდიაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა