თეგებით ძიება

ვითარება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს

მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად თბილისში გადმოყვანილია.

სასამართლოს ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან სააკაშვილის მხარდამჭერები. მობილიზებულია სამართალდამცველები. გახმაურებული პრცესის და დაანონსებული აქციის გამო, დილიდან შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება დიდი დიღმის ტერიტორიაზე.

სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა