თეგებით ძიება

"სააკაშვილმა "ფიფქია და 7 ჯუჯას" წიგნები უყიდა მზრუნველობა მოკლებულებს, სომხეთის პრეზიდენტის მეუღლეს თავშალი... - ლევან ხაბეიშვილი

"ენმ"-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს აბსურდულს უწოდებს.

"ხარჯები უკავშირდება რას: სათამაშოების ყიდვას მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის, "ფიფქია და 7 ჯუჯა" წიგნების ყიდვას, ჭიათურის სკოლისთვის პროექტორის ყიდვას, სომხეთის პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა მის მეუღლეს თავშალი უყიდა პრეზიდენტმა - თურმე აი ეს ხარჯებია შეტანილი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს საბრალდებო დასკვნა წაიკითხოს და მათ შორის ის ჩეკები ამოიღოს, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა