თეგებით ძიება

„ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სჯობს დღევანდელ პროცესზე სააკაშვილმა საზოგადოებას თავად მიმართოს.

„ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც. ამიტომ მან მირჩევნია ისაუბროს ამ წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები,“ - განაცხადა გვარამია.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა