თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე? - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრზიდენტის სასამართლო სხდომას ეხმაურება, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა წარმომადგენლობითი ხარჯები განახორციელა, რაც სახელმწიფოს ფუნქციის შესასრულებლად არის აუცილებელი.

„ამას მიმართავს ყველა ქვეყანა და თანამდებობის პირი. ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. უნდა გასაჯაროვდეს ყველა მსგავსი ხარჯი მაღალი თანამდებობის პირების. ეს აბსურდულია, რისი 9 მილიონი? გუშინ ხელისუფლებამ არასწორად გაფორმებული კონტრაქტის გამო 250 მილიონი ლარი დაკარგა რუსული კომპანიის სასარგებლოდ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა