თეგებით ძიება

პოზიტიური ფაქტია, რომ სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება - კელი დედგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას.

დიპლომატის თქმით, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი.

„ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება. პოლიციამ კარგი სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ მას პროცესზე მისვლა უსაფრთხოდ შეძლებოდა, მედიას კი პროცესის გაშუქების საშუალება, საზოგადოებას კი მასზე დაკვირვების საშუალება ჰქონოდა.

ვფიქრობ, ხორციელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც მე მანამდე აღვნიშნე, მისმა მხარდამჭერებმა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით განახორციელონ. ასევე მნიშვნელოვანია, სამართლიანი სასამართლო პროცესისთვის, რომ ეს სასამართლო დარბაზშიც დაცული იყოს. ყველა ეს კომპონენტი განსაზღვრავს არის თუ არა სასამართლო პროცესი სამართლიანი. პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ამ მიმართულებით ძალისხმევის გამოჩენა,“- აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, დღეს, 2 დეკემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს მეორეჯერ დაესწრო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა