თეგებით ძიება

კაცი გამოდის და ამბობს, მე ვარ ნაპოლეონი, მაკედონელი და ანი და ჰოე, იყოს, ოღონდ, მისთვის მარტო – ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წარდგენილია მართლმსაჯულების წინაშე, მას ბრალი აქვს წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე და მსჯავრდებულია სამართლიანად.

ბექა დავითულიანი საქართველოს პირველ არხთან საუბარში მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რა პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, მის მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება.

„ის, რომ გამოვა და იტყვის, იყო ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი, ეს არაფერს შეცვლის, შეიძლება სფინქსს ცხვირი მან მოატეხა. ამით არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ მისთვის ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ ცალსახად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მისთვის ნეგატიური თვალსაზრისით. ნაპოლეონმა სინანულზე კრიტიკა როგორ უნდა მიიღოს, კაცი გამოდის და ამბობს, მე ვარ ნაპოლეონი, მაკედონელი და ანი და ჰოე, იყოს, ოღონდ, მისთვის მარტო“, – განაცხადა დავითულიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა