თეგებით ძიება

საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება NATO-ში ნაღმია ევროპული უსაფრთხოებისთვის - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, 2008 წელს NATO-ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

"ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე გამოვლინდა, როდესაც პერსპექტივის ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ავანტიურა, რომელიც უმძიმესი შედეგებით შემოუბრუნდა თვითონ საქართველოს და ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა ცუდ ზღვარზე მიიყვანა. ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებენ, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, ეს ხალხი ცეცხლს ეთამაშება. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია, ამას ვერ აცნობიერებდნენ. ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რუსეთთან წინააღმდეგობის ქცევა კატეგორიულად მიუღებელია. აშშ-სთან დიალოგის დროს ვიმუშავებთ იმაზე, რომ გამოვრიცხოთ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით,"- აღნიშნა ლავროვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა