თეგებით ძიება

რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - ენტონი ბლინკენი ​

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ისაუბრა, რომელიც პუტინს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰყავს განთავსებეული.

"ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებზე უარის თქმას ვხედავთ. რუსეთს საქართველოში თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებებს ინარჩუნებს",- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინასთან მინსკის შეთანხმებების ფარგლებში შეუსრულებელ ვალდებულებებზე და განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება განახლებული კრიზისის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა