თეგებით ძიება

სააკაშვილმა თქვა, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი.... ეს ყველაფერი არის სამარცხვინო - ირაკლი კობახიძე

სააკაშვილმა შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალზე თქვა, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ახლა ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატების, ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო, ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, მათ შორის, შვილთან დაკავშირებით. შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალზე თქვა, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ახლა ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატების, ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი. აქედან გამომდინარე, მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის მორიგი პროცესი იყო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ საააკშვილმა ბრალდების იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის განათლების მიღება დააფინანსას ედავებიან, განაცხადა, რომ არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილის სწავლის დაფინანსება არ უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნა, რომ ედუარდ სააკშვილი თავისი ნიჭის გამო, რეკორდების წიგნშიც შევიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა