"ბნელი მარში “ნათელი” სახეებით" - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ე.წ. მწვანე პასპორტის მოწინააღმდეგეთა მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აკრიტიკებს.
"ბნელი მარში “ნათელი” სახეებით", - წერს გოცირიძე.
დღეს, თბილისში, ე.წ. "მწვანე პასპორტის" მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ცნობილი სახეებიც, მათ შორის იყვნენ მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა და ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა.