კიკეთის ტყეში იწყება ეს ნაპრალი. გააფრთხილეთ ბავშვები და გაფრთხილდით თქვენც - სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება
სოციალური ქსელის მომხმარებელი ინგა ბედია კიკეთის ტყეში გაჩენილი ნაპრალის შესახებ წერს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
მეგობრებო, დღეს ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი იყვნენ კიკეთის ტყეში. სპართან გადაუხვევთ მარცხნივ და მიდიხართ გადასახედისაკენ. გადასახედამდე მარცხნივ გრუნტიანი გზაა სადაც ტურისტული ბილიკის ნიშნებია და გზა ქვევით ეშვება. ხელმარჯვნივ ტყეში იწყება ეს ნაპრალი. ვურთავ სურათებს და ლოკაციას. საკმაოდ და გაურკვევლად ღრმაა. იმდენად რომ ჩაგდებული ქვის ხმაც კი არ ისმის. გააფრთხილეთ ბავშვები და გაფრთხილდით თქვენც. მოგვაწოდეთ იდეა ვის შეიძლება გავუზიაროთ. არის სადმე პატრონი? - წერს ინგა ბედია.