თეგებით ძიება

მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

"როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა არიან პირველი და, მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, პირველ რიგში, საზოგადოებამ, თქვენ უნდა აპატიოთ, ნაციიონალურ მოძრაობას იმისთვის, რომ დღეს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეულმა ხელისუფლებამ საზოგადოებსი სახელით მათთან სეროგების პროცესი წამოიწყოს,"- განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა