თეგებით ძიება

"პარტიულ და პოლიტიკურ ტრა*ის თამაშებზე... ასეთ რამეებზე წერის აზრს ვერ ვხედავ" - ინგა გრიგოლია

ტვ “პირველის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობას ეხმიანება და წერს.

"ძალიან მოკლედ, მეგობრებო, სიტუაცია არის ცხადზე ცხადი და ამის მიზეზია მხოლოდ და მხოლოდ ტვ “პირველი” ხელისუფლების გეგმა ასეთია - ან დაიჭერენ ვატოს მამას, რომელსაც არც დაზარალებული ყავს და არც მომჩივანი (სრული აბსურდი!!!) ან დაადებენ იმხელა ყადაღას მისი ოჯახის ქონებას, რომ ტელევიზია წაიღონ და ასე დაასრულონ ჩვენი ხელით ნაშენები, ნაომარი, ორი კამერით და მიკროფონით დაწყებული და დღეს მოკაშკაშე არხი!!! მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ გარდაუვლად ვხედავ ამ პროცესს. P.s - პარტიულ და პოლიტიკურ ტრაკის თამაშებზე, ჩემი ცხოვრებიდან სწორედ ამ პერიოდში უეცრად გაუჩინარებულ ადამიანებზე (ვაიმე, დედა, სუსმა არ გაიგოს, გრიგოლიას რომ ვკითხო, ხომ მშვიდობა გაქვთო) და ასეთ რამეებზე წერის აზრს ვერ ვხედავ. მინიმუმ ახლა…. ამაზე მერე, მოგვიანებით… მანამდე ტელევიზიაა გადასარჩენი და ველი “სასამართლოს ,,საბოლოო ვერდიქტს!”, -წერს ინგა გრიგოლია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა