თეგებით ძიება

„მოდი რა, ნუ თამაშობთ. დაიწერეთ გულზე 41. დაიჭირეთ ხელში ბატონი ბიძინას პორტრეტი. იყავით ის რაც ხართ“ - ვის მიმართავს ზურა მახარაძე?

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„როცა 29-ში ოცნების აქციაზე გახვალთ ხალხი, ეროვნულს რომ ეძახით თავს, თავი ამაყად აწიეთ მაღლა. თქვენ ხომ თქვენი პატრონის ნათელი, მადლიანი მზერის ქვეშ მოხვდებით.თქვენი ლეგიტიმაციით, მხარდაჭერით და გაპრავებით, უკვე მეორეთ დაიკიდეს კანონი და გააუქმეს ეროვნული პარტია. არ აძლევენ უფლებას არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ბატონი ბიძინა, და ისიც რასაც ბატონი ბიძინა გიზამთ. უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს გულწრფელი. მოდი კონსერვატიულ ფლანგთან და ჩვენს ძალასთან საერთო აღარაფერი გქონდეთ. არც ხმა გვინდა ეგეთი არჩევნებზე. არც რესპოდენტი ტელევიზიაში და არც ვითომ კეთილგანწყობით ჭკუისდამრიგებელი სოციალურ ქსელში. მოდი რა, ნუ თამაშობთ. დაიწერეთ გულზე 41. დაიჭირეთ ხელში ბატონი ბიძინას პორტრეტი. იყავით ის რაც ხართ.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა