თეგებით ძიება

ასეთი პროცესები მიდის ოჯახებში ზოგადადაც, თაობათა შორის სრული გაუგებრობაა - დომენიკ მანგო ყიფშიძეებზე

ბლოგერი დომენიკ მანგო ზურა ყიფშიძისა და მისი შვილიშვილის, ნატალია ყიფშიძის საჯარო დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

ზურა ყიფშიძის და მისი შვილიშვილის, ნატალი ყიფშიძის დიალოგი. როგორ ტეხავს… ასეთი პროცესები მიდის ოჯახებში ზოგადადაც, თაობათა შორის სრული გაუგებრობაა. ვერ ვიგებ, რატომ არ უნდა ესმოდეს ამ თაობას, რომ დანაშაულია ჩვენი რუსეთში წათრევა - წერს დომენიკ მანგო.

ცნობისთვის, ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს ზურა ყიფშიძე საჯაროდ დაუპირისპირდა და ვიდეოს ასეთი კომენტარი გაუკეთა: 

„ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!“

ბაბუის კომენტარს იქვე გამოეხმაურა ნატალია ყიფშიძეც:

„მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა