თეგებით ძიება

36 დღიანი შიმშილობა და პატიმრობა დასრულდა - ბექა ცერცვაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

36 დღიანი შიმშილობა და პატიმრობა დასრულებულია. ბექა ცერცვაძე სასამართლო სხდომიდან 16 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ცოტა ხნის წინ გაათავისულეს.

30 წლის ბექა ცერცვაძეს გამოძიება პრობაციის ცენტრის დაცვის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. დაკავებული კი ამტკიცებდა, რომ ის ცრუ ჩვენების საფუძველზე ციხეში მეორედ შეაბრუნეს.

ბექა ცერცვაძე აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრძოლას გაარძელებს, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს.

"მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს, რომელიც ყველამ ერთად აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ფიზიკურად სუსტად ვარ, რაბილიტაციაა საჭირო - განაცხადა ბექა ცერცვაძემ.

წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა