თეგებით ძიება

ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე - რატომ გადადგა ეკატერინე ტიკარაძე?

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, "ქართული ოცნებიდან" არ მიდის და საქმიანობის გაგრძელებსა პარტიის პოლიტსაბჭოდან გააგრძელებს.


"ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები და ყველა ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდიემიოლოგიური ვითარება და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პენდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები ამისათვისაც დაუღალავად შრომობდნენ

3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორად მივიჩნიეთ, შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და აქედან გავამყარო ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.

ვთვლით, რომ ის პროექტები, რომელიც დაიწყო და განხორციელდა ამით გარკვეული განვითარების ეტაპი დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის ე.წ. მწვანე პასპორტების გამო იყო დაპირისპირება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა