თეგებით ძიება

"მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად... იღლიცინეთ ახლა" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა სწორია.

"მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად.
ამის გამო არც მადლობას იმსახურებს და არც შექებას. მაგრამ ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა - იმსახურებს.
ხოდა, ეგ რომ არ შეგვიძლია და ახლა დავღლიცინობთ უაზროდ, იმიტომაც არ არსებობს ამ ქვეყანაში გადადგომის ტრადიცია და იმიტომაც გონია ყველას მაღალი თანამდებობიდან წასვლა თუ გათავისუფლება, ქვეყნის დასასრული, სირცხვილი, სასჯელი, დაქცევა და უბედურება.
იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის - იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი.
где логика? где разум?

ps ოღონდ, ახალ წელს თუ ტიკარაძე იქნა ჯანდაცვის მინისტრი და ღარიბაშვილი რობოტი პეპერის გზას გაუყენა, არ გამიკვირდება", წერს გვარამია ფეისბუქზე.


ცნობისთვის, ამ საღამოს საქართველოს ჯანდაცვის მნისტრი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერს შორის ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა