თეგებით ძიება

ვინც იყო ხელისუფლებაში ღმერთმა გაუმარჯოს, 12 წელი გაძლეს, მაგრამ ჩვენ ცვლილებები გვინდა - ლადო აფხაზავა

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე დაგეგმილ მარშს რეგიონებიდანაც უერთდებიან. პედაგოგი ლადო აფხაზავა "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რეგიონებში იმ ადამიანთა რიცხვმა საგრძნობლად გაიზარდა, რომელთაც "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის თავზე ცვლილებები სურთ.

20 ოქტომბერს რეგიონებიდან მოვდივართ თბილისში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ გვინდა ევროპა და არა ვიღაცის დაკრულზე ცეკვა. ჩვენ ცვლილებები გვინდა. ვინც იყო ხელისუფლებაში ღმერთმა გაუმარჯოს, 12 წელი გაძლეს, მაგრამ ჩვენ ცვლილებები გვინდა და გვადროვეთ ბატონო. ჩვენ მივდივართ ცვლილებებისკენ", - ამბობს ლადო აფხაზავა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა