თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში დავით ქაცარავას დრონი ჩამოაგდეს, რომელიც სამხედრო ობიექტებს იღებდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივი პატრულირებისას გალის რაიონის სოფელ ბგოურაში Mavic 3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, დრონი 16 ოქტომბერს, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ის მიმდებარე ტერიტორიასა და სამხედრო ობიექტებს იღებდა.

„ოპერატიული მონაცემებით დადგინდა, რომ ეს მოწყობილობა ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ აქტივისტს და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს, დავით ქაცარავას“, - აღნიშნულია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა