თეგებით ძიება

"ახალი წლის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იქნება! ივანიშვილს ღარიბაშვილის შეცვლა უნდა"

ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის პრემიერი ეკატერინე ტიკარაძე გახდება.

"ახალი წლის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იქნება! დაიმახსოვრეთ ეს სტატუსი!
P.s ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლა უნდა, ეს უნდა მოხდეს ერთგული კადრით და ის არის მისი პირადი სტომატოლოგი ეკატერინე ტიკარაძე", - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერს შორის ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა