თეგებით ძიება

"საქართველოში რომ გაიგებენ, ქალიშვილი არ ხარ, ჰგონიათ, ყველაფრის უფლება აქვთ!...მრავალჯერადი ძალადობის მსხვერპლი ვარ!"

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"პირველ რიგში მინდა გავამხნევო ისინი, ვინც ძალადობის მერე ფსიქოლოგიურად და მორალურად ცუდად არიან და გითხრათ, რომ ხელი არ ჩაიქნოთ ცხოვრებაზე, ბევრი უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და აუცილებლად შეძლებთ ყველაფერს!

მეც თქვენს სიაში ვარ და რაც გადავიტანე 30 წლის ასაკში, მტერსაც არ ვუსურვებ, მაგრამ დღესდღეობით საკმაოდ წარმატებული ვარ და ამით ვიმშვიდებ თავს, ასე რომ ვთქვათ, ბევრს მივაღწიე გამწარებულ გულზე)) ძაან ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, სწავლაში, ახლის ძიებაში, დაღლილობაში ვგრძნობდი შვებას, როდესაც რაღაცას ვაკეთებდი, იმ ყველაფერზე არ მეფიქრებოდა…

მრავალჯერადი ძალადობის მსხვერპლი ვარ! ჩემს თავზე რაც გადავიტანე, ამის მიუხედავად, ამ ჯგუფის შექმნის მერე, უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ საქართველოში ძალადობა და პედოფილია მეფობს!!!
დავიწყებ…
1) 6 წლის. ქირით ვცხოვრობდით დიდ სახლში მეპატრონესთან ერთად (ბაბუა) და დედას როდესაც უწევდა სადმე წასვლა, მტოვებდა… არ დავიწყებ ვრცლად წერას, თქვენც მიხვდებით, რაც ხდებოდა… ეს ყველაფერი გრძელდებოდა 2 წელი მანამ, სანამ არ მოკვდა ეგ ნაგავი! სხვისთვის მზრუნველი ბაბუა, ჩემთვის ბავშვობის გამამწარებელი! ახლაც გული მიჩქარდება, რომ ვიხსენებ…

2) 12 წლის. ნამეტანი მოსიყვარულე ბიძა მყავს!!! რომელიც ახლა ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, ვითომც არაფერი მომხდარა საერთოდ))
3) 16 წლის. მომიტაცეს და იძალადეს! მაგ დროისთვის, უკვე სულიერად ისეთი ძლიერი ვიყავი, აღარავისი აზრი არ მადარდებდა, თუ რას იტყოდნენ ჩემზე სხვები, სახლში რომ დავბრუნდებოდი… ყველაფრის მიუხედავად, მარტო იმიტომ, რომ მამაჩემი ვიღაცის გამო ციხეში არ წასულიყო, ვთქვი, რომ ჩემი ნებით გავყევითქო… მომხდარიდან რაღაც პერიოდის მერე ვუთხარი, როგორც იყო, მაგრამ ვერ გამიგო, როდესაც ვიკამათებდით, მაძახებდა, თურმე როგორ შევარცხვინე მანამ, სანამ წლების მერე, ერთ-ერთი ხსენების დროს, ისეთ ისტერიკაში ჩავვარდი, ყველაფრით გამწარებული და კიდე მამისგან რომ წლების მერე მაინც იგივე გესმის, რომ ძვლივს მომასულიერეს და მაშინ მითხრა, ამდენი წლის მერე, ასე თუ იმოქმედებდა შენზე ის ამბავი, არ მეგონაო და მიხვდა, რაც მოხდა და რა ტკივილის მატარებელიც ვარ! მას შემდეგ, არასდროს არაფერი დასცდენია მაგ თემასთან დაკავშირებით…

4) 23 წლის. შეყვარებულს ვუთხარი, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ-მეთქი (მარტო მოტაცებაზე ვუთხარი), მაგრამ არ დამიჯერა - უბრალოდ ერთობოდი და ახლა ძალადობას აბრალებო! რატომღაც საქართველოში რომ გაიგებენ, ქალიშვილი არ ხარ, ჰგონიათ, ყველაფრის უფლება აქვთ! მეტს აღარ დავწერ ამაზე… დღემდე ვერ ავხსენი - რატომ მე ეს ყველაფერი? ერთი მეორეს ემატებოდა… მქონია თვითმკვლელობის მცდელობაც… კი, გარეგნობა ისეთი მაქვს, კაცის ყურადღებას ვიქცევ, მაგრამ ბავშვობაში რას დავაბრალო?
ცოტა რომ წამოვიზარდე, სპეციალურად გავსუქდი, დღე და ღამე ვჭამდი, რომ გავსუქებულიყავი და იქნებ ასე მაინც აღარ მიექციათ ჩემზე ყურადღება-მეთქი, მაგრამ მაინც უყურადღებობას არ ვუჩიოდი… ფორმაში კი ჩავდექი და წარმატებულიც ვარ ჩემს საქმეში, მაგრამ წარუმატებელი და განწირული - პირად ცხოვრებაში!

და მაინც მჯერა, გამოჩნდება ადამიანი, ვინც ჩემს ნდობას მოიპოვებს! ერთი ზუსტად ვიცი! შვილი თუ მეყოლება, არასდროს, არავითარ შემთხვევაში, ოჯახის წევრთანაც კი, მამრ წარმომადგენელთან, ბავშვს არ დავტოვებ და ძაან გთხოვთ, მშობლებო, ბიჭი გყავთ თუ გოგო, არავისთან არ დატოვოთ და არავის ანდოთ კაცის მაგვარს, არავის!!!

და კიდევ, აქ ბევრი წერს, შენებს რატო არ უთხარი და ვინმეს რატო არ უთხარი… ძაან ბევრი მიზეზია ამის და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ აქეთ გვადანაშაულებენ! სანამ ჩვენს ტყავში არ მოხვდებით და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასე მოხდეს, მანამ ვერ გაიგებთ, რატომ ვართ ჩუმად!"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა