თეგებით ძიება

"ზურა 41 წლის დარჩა... ჩვენ ვბერდებით! ის დღეს ციხეშია! ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო. მოგინებები აწუხებს, ალბათ..." - ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერის ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას სოცაილურ ქსელში იხსენებს.

"ზურა 41 წლის დარჩა ... ჩვენ ვბერდებით!!!
თავისი ნიჭიერენით და პიროვნული თვისებებით, მან შეძლო შეექმნა მთელი ეპოქა ქართულ პოლიტიკაში. კარგი?.. ცუდი?... ამას ისტორია იტყვის! მე ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი მის გვერდით. მე მეამაყება ყოველი წუთი ზურასთან ყოფნის. იშვიათია ადამიანი, რომელმაც შეძლო, ასე მოკლე დროში, საოცრად ეფექტური ცხოვრებით ეცხოვრა. რომელმაც შეძლო, უამრავი ადამიანისთვის მიეცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების, გამოვლენის, უბრალოდ, ნორმალური ცხოვრების!
მე შემ მიყვარხარ! მე შენ მენატრები! მე შენით ვამაყობ, ზურა!
P.S.
ის დღეს ციხეშია! ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო. არ მიკვირს... სინდისის რა გითხრა და, მოგინებები აწუხებს, ალბათ... მაინც ადამიანია და ფიქრს ვერსად გაექცევა...
არ ღირს მასზე დღეს საუბარი. ფაქტია, ათას ცოცხალსა ბევრჯერა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
მენატრები........................", - წერს ხოფერია.

ზურაბ ჟვანიას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2004-2005 წლებში იკავებდა, დღეს, 9 დეკემბერს დაბადების დღე აქვს. ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში. ოფიციალური ცნობით, გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა