თეგებით ძიება

"კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ ყველა სხვა უბედური ვირუსებიდან აღებული მავნეობები შეითავსოს და ..." - რას წერს ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული კორონავირუსთან და მის ახალ შტამ "ომიკრონთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან საგულისხმო დეტალის აღნიშვნა გამოცდილი პროფესიონალისგან...
რაც შეეხება მის გაშიფვრას, ომიკრონის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი "სპაიკ"-პროტეინის ამინომჟავათა 26 მუტაციაში არის 23 ჩანაცვლება (substitution), 2 წაშლა (deletion) და ერთი, აქამდე უნახავი ჩამატება ( insertion); სწორედ ეგ არის ins214EPE.
ჩამატება-მუტაცია იმიტომ არის საშიში, რომ საიდანღაც, კერძოდ სხვა ვირუსის გენომიდან წამოიღო კოვიდმა ეს ინფორმაცია და შეითავსა თავის გენომში. ანუ, კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ ყველა სხვა უბედური ვირუსებიდან აღებული მავნეობები შეითავსოს და ...
ცხადია არ არის აუცილებელი, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ...
სწორედ ამიტომ არის ეს მუტაცია დამაფიქრებელი", - წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა