თეგებით ძიება

"თანამშრომლის გათავისუფლება გარდაცვალების გამო. ამაზე უფრო ცინიკური ფურცელი არ არსებობს" - გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არის ერთი ბიუროკრატიული წესი - თანამშრომლის გათავისუფლება გარდაცვალების გამო. ამაზე უფრო ცინიკური ფურცელი არ არსებობს. ერთი შეხედვით შვებულებაში გასვლის ფურცელს მიაგავს და ხელსაც იგივენაირად ვაწერ და მერე ვფიქრობ თუ თავს ვიიმედებ; ეგებ სიკვდილიც ისეთივე ბანალური აქტია, როგორც სადმე წასვლა ხუთი დღით.

და თუ ძილი - თვალის მოტყუებაა, სიკვდილიც იგივე იქნება - ოღონდ სხვისი თვალის. როგორც იმ თამაშშია - შენ იხუჭები და ის გადის. ამიტომაც ის უფროა გამარჯვებული. და შენ ტყუილად ყვირი: გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი! ნუ გეშინიათ სიკვდილის. ოდესმე სხვა დაიხუჭება და ჩვენ გავალთ. მაშინ ვიპოვით ,,დაკარგულ’’ გამარჯვებულებს", - წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა