თეგებით ძიება

"საქართველოში წლიურად შემოსული ვალუტის საშუალოდ 70% ემიგრანტების მიერ საკუთარ ოჯახებში გადმორიცხული თანხებია" – ოთო აბესაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კოლოსალური ინფლაციის, ფასების ზრდის და ზოგადად ამ ეკონომიკური ტურბულენტობის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი არის ქვეყანაში ცოტა ვალუტის შემოდინება.
ინფლაციის (მოსახლეობაში ჭარბი ლარი) ამოსაღებად ერთის მხრივ ეროვნული ბანკი უზრდის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს მოსახლეობას და მეორეს მხრივ საშუალოდ 130 მილიონი ლარით იზრდება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯი ბიუჯეტიდან. (ნონსენსი)
არ დასახელდა არც ერთი, ხაზს ვუსვამ არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ როგორ აპირებენ ინფლაციის შეჩერებას.
საქართველოში წლიურად შემოსული ვალუტის საშუალოდ 70% არის ემიგრანტების მიერ საკუთარ ოჯახებში გადმორიცხული თანხები, 20 % საშუალოდ სრის რეინვესტირება ხოლო 10 % არის ახალი ინვესტიცია.
არ მუშავდება ახალი საგადასახადო პოლიტიკა (მცურავი პრინციპი ინფლაციასთან შესაბამისობაში. მაგალითად საწვავის აქციზზე)
არ მუშავდება კონკრეტული საპრივატიზაციო ნუსხა. მთავრობის ბალანსზე დაძინებულ ქონებას კვლავ ძინავს.
არ მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან საქართველოში ინვესტირების შესახებ.
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი მიყვება უბრალოდ ინერციას ‼️ იმ ინერციას, რომელსაც ქმნის საქართველოში ბიზნესი.
ეკონომიკის სამინისტრო უნდა ყველაზე მოქნილი აპარატი, რომელიც მოიზიდავს რაც შეიძლება მეტ გარე ვალუტას ქვეყანაში.
P.S. ინფლაცია რომ საბაზისო 3% იან ნიშნულზე დაიყვანო ამას ჭირდება მინიმუმ 4 წელი სადაც წელიწადში მინიმუმ 3 მილიარდ ვალუტას შემოიტან", – წერს აბესაძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა