სპორტის მინისტრის თანამდებობას, რეფორმის შემდეგ, შალვა გოგოლაძე დაიკავებს – პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან სპორტის სამინისტროს გამოყოფის შემდეგ, სპორტის მინისტრის თანამდებობას შალვა გოგოლაძე დაიკავებს.
მისივე თქმით, იქამდე, სანამ ეს რეფორმა განხორციელდება, შალვა გოგოლაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იქნება.
“რაც შეეხება სპორტს – გვინდა წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე, რომელიც, ამ ეტაპზე, დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, იქნება სპორტის კურატორის კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას,” – განაცხადა პრემიერმა.