"ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რის გამოც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 20 კი - დაშავდა" - ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა
თურქეთში, აქსარაის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რის გამოც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 20 კი - დაშავდა.
თურქული მედის ცნობით, ავტობუსი ბალიკესირის პროვინციიდან კაბადოკიაში მიემართებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.