თეგებით ძიება

"მირეკავენ მეკითხებიან და ამიტომ ვწერ..." - თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი პრეზიდენტის რეზიდენციაში სადღესასწაულო მიღებაზე წერს:

"მირეკავენ მეკითხებიან და ამიტომ ვწერ: დიახ, მივიღე მოსაწვევი , პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეზიდენციაში ამ საღამოს სადღესასწაულო მიღებაზე.

რა თქმა უნდა დიდი მადლობა მიწვევისთვის, ყოველთვის ნებისმიერ დიალოგს მივესალმები, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რადგან მივიღე ინფორმაცია, რომ დღევანდელი შეხვედრა არ გასცდება სადღესასწაულო ფორმატს და დაგეგმილი არ არის და ამ ფორმატში არ შედის მყისიერი განხილვა ან საუბრის დაწყება , ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს, ჩიხში შესულ ვითარებაზე, თავს შევიკავებ და ვერ მივიღებ მონაწილეობას სადღესასწაულო -საზეიმო ღონისძიებაში.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მიწვევისთვის და მზად ვარ უახლოეს მომავალში, პოლიტიკური დიალოგის შესაბამის ფორმატში აქტიური მონაწილეობა მივიღო, ქვეყნის განვითარების და ამ მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან , პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევის გზაზე", - წერს ჩარკვიანი.

თბილისში, ორბელიანების სასახლეში პოლიტიკოსებისთვის პრეზიდენტმა სადღესასწაულო მიღება დღეს საღამოს გამართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა