თეგებით ძიება

"საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში და არაადამიანური ხმით ვიყვირე - მამა!..." - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ზუსტად 8 წლის წინ, 13:15 წ-ზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში და არა ადამიანური ხმით ვიყვირე - მამა!
კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა...
- რა მოხდა ?- მკითხეს გაკვირვებულებმა.
- მამა აღარა მყავს-მეთქი, ვუპასუხე მათ და საკუთარმა პასუხმა მუხლებში მომკვეთა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემმა ძმამ დამირეკა...
- ნუგზარ...
- ვიცი! ახლა იყო ჩემთან და დამემშვიდობა მეთქი...
ალბათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე...
მეც ასე მეგონა...

9 წლის შემდეგ შევხვდი იმ დახუჭულ თვალებს, რომელმაც ჩემს ლოდინში სინათლე დაკარგა... 9 წლის შემდეგ შევეხე იმ მკერდს, რომელშიც მონატრებითა და ტკივილით გარდაცვლილი გული ისევ მელოდებოდა...

მამამ იცოდა, რომ ჩემს ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა და მაინც მელოდებოდა...
ისიც იცოდა, რომ ქვეყნიდან უსამართლოდ გამომაძევეს და სასტიკად მომექცნენ...
დედას და მამას, ერთხელ არ დასცდენიათ უბრალო საყვედურიც კი, მიშაზე...
როცა მეუბნებოდნენ -ეს გაკეთდა; ეს აშენდა; ქვეყანა წინ მიდის; - ზოგჯერ ეგოისტურად მშურდა და მტკიოდა. ვერ წარმომედგინა რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მათთვის, მაინც ძვირფასი იყო ის ქვეყანა, სადაც მე არ ვიყავი...

და ერთხელაც გულმოსულმა ვუთხარი: რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა. ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში მეთქი?
- კი ვიცი, მაგრამ, შენ ის კაცი არ ხარ, პირად წყენაზე მაღლა რომ ვერ დადგე. ტკივილმა, თუნდაც უსამართლომ, არ უნდა დაგაპატარავოსო.
მართლა ღირსეული და მაგარი კაცი იყავი მამა.

ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ, ცხოვრებაში, თუ ყოფილხარ თუნდაც ერთი კაცის მოძულე და მტერი, ან თუ არსებობდა ამ ქვეყნად ერთი კაციც კი, ვისაც სძულდი და გმტრობდა.

მადლობა და ნათელი შენს სულს, ჩემო ღირსების მასწავლებლო", - წერს სულაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა