თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში „ნაციონალური ავიაკომპანიის“ შექმნა სურთ

ოკუპირებულ აფხაზეთში „ნაციონალურ ავიაკომპანიის“ შექმნა უნდათ. დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი ე.წ. რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „აფხაზური ავიახაზების“ შექმნაზე ეკონომიკის სამინისტროს დაეთანხმა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დოკუმენტის წარდგენის დროს დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტს ბევრი სირთულე ახლავს, თუმცა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროსთან და „როსავიაციასთან“ მუშაობის გასაგრძელებლად, „ნაციონალური ავიაკომპანიის“ შექმნა აუცილებელია.

„ნაციონალური ავიაკომპანია რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებში აფხაზურ მხარესთან ერთად იქნება წარმოდგენილი,“ - აცხადებს ოზგანი.

დე ფაქტო პრემიერის, ალექსანდრე ანქვაბის თქმით, „ნაციონალური ავიაკომპანიისთვის“ კვალიფიციური კადრები უნდა ჰყავდეთ.

„სამოქალაქო ავიაციის პილოტების მომზადება აუცილებელია. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა სამხედრო მფრინავები, მაგრამ სამოქალაქო ავიაციის ახალგაზრდა მფრინავები და სხვა პროფესიონალებიც გვჭირდება,” - აცხადებს ანქვაბი.

ქრისტინა ოზგანის თქმით, რუსეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაგზავნის მოთხოვნას, აფხაზეთში მყოფი სპეციალისტების გადამზადებისა და კადრების მომზადების შესახებ. მოთხოვნა, ასევე, გაეგზავნა რუსეთის განათლების სამინისტროს მომავალი წლისთვის აფხაზი აბიტურიენტების რუსეთის სპეციალიზებულ უნივერსიტეტებში მიღების შესახებ.

bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა