თეგებით ძიება

"რომ გვპუტავთ, ქაფით მაინც გაგვპარსეთ" - გოგი წულაიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი მოწყობილობა გაუგზავნა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი მოწყობილობა ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა. როგორც წულაია აღნიშნავს, ამ ფორმით სესხებზე მაღალი პროცენტი გააპროტესტა.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გავუგზავნე საპარსი მოწყობილობა და მოვუწოდებ, რომ გვპუტავთ ქაფით მაინც გაგვპარსეთ, რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს. ორი წლის წინ გამოვიტანე ხუთი ათასი ლარი, ვიხდიდი ყოველთვიურად, მაგრამ 5200 ლარია დარჩენილი. ეს არის ძარცვა, ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა, მათ შორის, პენსიონერი. ხელშეკრულებები უკანონოდ გაფრთხილების გარეშე შეცვალეს. ეროვნული ბანკი ნაცვლად მოქალაქეებზე ზრუნვისა, ბანკირებზე ზრუნავს"-განაცხადა წულაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა