თეგებით ძიება

სააკაშვილზე მითხრა ამერიკის ელჩმა, ფული იმდენად სჭირდება, რომ დედამისს გაყიდის რომ შეეძლოსო - პეტრე მამრაძე

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას შესახებ ისაუბრა.


„მე ვისმენდი ბიზნესმენებისგან, რომლებიც ღიად ლაპარაკს ვერ ბედავენ. ისინი ჰყვებოდნენ, რომ ყველა ღირებული ობიექტი რაც საქართველოს ჰქონდა გადაეცა რუსეთს, გამოქვეყნდა ობიექტების სრული ნუსხა, გაცილებით ადვილია ითქვას, რა არ ჩაბარდა რუსეთს. ეს არის რკინიგზა, რომელიც გაჰქონდა სააკაშვილს ბიძამისთან ერთად ცხადია ლონდონის ბირჟაზე და ამერიკელებმა გააჩერეს.ესაა გაზსადენი, რომელიც მოდის რუსეთიდან სომხეთში, რომელიც გაარემონტეს ამერიკელებმა, ჩადეს 20 მილიონი დოლარი და იყო პირობა, რომ 20 წელი არ უნდა გაყიდულიყო, ის კი ყიდდა. მაშინ მითხრა ამერიკის ელჩმა, ფული იმდენად სჭირდება, რომ დედამისს გაყიდის რომ შეეძლოსო“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა