თეგებით ძიება

გიორგი ვაშაძეს შევურიგდი - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების"ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს შეურიგდა.


"გიორგი ვაშაძეს შევურიგდი, ხელი ჩამოვართვი – ვთქვი, ბარემ, აქედან საქმით დავიწყო-თქო, დავუძახე, მოდი შეგირიგდე-თქო და შევურიგდი. ეკა ბესელია მანამდე წავიდა, მაგრამ არ შევურიგდებოდი. ადამიანებში გულახდილობა მომწონს. პრეზიდენტის გამოსვლაში მომეწონა ის, რომ თქვა, არ ვიცი, არც სქემა მაქვს მოფიქრებული და არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ცდად არ დავაკლებ, რომ გარკვეულ საკითხებზე მივიდეთო. მისი ეს გულწრფელობა მომეწონა. ამ პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას"“. ეს ეჭვებს აღმიძრავს, რომ ამ საქმიდან შეიძლება, არაფერი გამოვიდეს, თორე, ვაშაძეს კი შევურიგდი. ვიცი, რომ ინტენსიური შეხვედრები იქნება. პრეზიდენტმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტია არ მოვიდა, შეურაცხყოფად არ მიმიღია და მზად ვარ, ინდივიდუალურად შევხვდეო. ყველამ უნდა ვცადოთ და იქნებ გამოგვივიდეს. კარგი იყო, როცა მიშელი თუ დენიელსონი ჩვენს შერიგებას ცდილობდნენ, მაგრამ თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ქართველების შერიგებას უცხოელები რატომ უნდა ცდილობდნენ, როცა აქ ვართ და ერთ ქალაქში ვართ, როგორ არ შეგვიძლია, საერთო ენა ვიპოვოთ. უნდა ვცადოთ, ვნახოთ, რა გამოვა ამ ამბისგან", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა