თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლება ახალ სკანდალში - ქართული კომპანიები ირანის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობდნენ

აშშ-მ ქართული კომპანიების კომუნისტურ ჩინეთთან და ირანთან უკანონო თანამშრომლობა გამოავლინა და სანქციები დაუწესა. სამივე კომპანიას Gensis Engineering ROVSolutions და SAEROS Safety ERO Company ერთი და იგივე მისამართი აქვს და მფლობელებიც სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან.

"ტვ პირველმა" კომპანიის მფლობელისგან მეტი დეტალის გარკვევა სცადა, თუმცა მათ საუბარი არ ისურვეს.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიების საშუალებით ხორციელდებოდა, ან იყო ირანის თავდაცვის ძალებისთვის ამერიკული წარმოების ტექნიკის არალეგალური გზებით მიწოდების მცდელობა.

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ აშშ-ს სანქცირებულმა სამმა ქართულმა კომპანიამ მაღალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და სიაში მხოლოდ ამიტომ მოხვდა. "ოცნების" დეპუტატის, დავით სერგეენკოს, თქმით, სანქციების მიღების მიზეზი კონკურენცია გახდა.

"ამ სამი კომპანიის საქმიანობის შესახებ არაფერი ვიცი სამწუხაროდ და კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, ქართული კომპანიები უფრო მეტ საერთაშორისო ბაზრებზე გადიან, რომელსაც აქვთ ბიზნესსაქმიანობის მაღალი სტანდარტები, შეიძლება, რამდენიმე კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ეს მაღალი სტანდარტები და მიღებულ იქნა სანქციები", - ამბობს სერგეენკო.

მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქვეყნის შიგნით უწყებები სათანადოდ ვერ მუშაობენ - აცხადებენ ოპოზიციაში.


წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა