თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს ხალხის ნებას და არ აღიარებს კანონის ნებას - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პრობლემაა ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ არჩევნებზე უღიარებია, რომ ქართველმა ხალხმა მათ ოპოზიციის ფუნქცია მიენიჭა და არა ხელისუფლების მანდატი.

„პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკური ტემპერატურის დაწევისკენ მიმართული პროცესი. აქედან გამომდინარე წინასწარი საუბარი, თუ რა შედეგი უნდა იყოს და როგორი პროცესი იქნება, რთულია. საკითხი მარტივია ჩვენი შეხედულებით იმ მხრივ, რომ 9 წელია ვაკვირდებით რაში მდგომარეობს პრობლემა, მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანა, რომელიც არის დემოკრატია, ამ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ძალა და მასთან არსებული პოლიტიკური ძალები არ აღიარებენ დემოკრატიას ანუ ხალხის ნებას.

მერვე არჩევნები წააგო უკვე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ის ვერ ეგუება ამას, არ აღიარეს არც ერთი არჩევნები სინამდვილეში, არ უღიარებიათ, რომ ხალხმა მათ მიანიჭა ოპოზიციის ფუნქცია და არა ხელისუფლების მანდატი. ამიტომ მთავარი პრობლემაა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს ხალხის ნებას და მეორე პრობლემაა, რომ არ აღიარებს კანონის ნებას. არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მათ ეხებოდათ, არ უღიარებიათ მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო საზოგადოებისთვის და მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც ცხადია, რომ მან ხელი დააფარა გირგვლიანის მკვლელებს, იყო მონაწილე ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და ბევრი რამ არის ცხადი მიმდინარე სასამართლო პროცესებიდან, სადაც სხვადასხვა ქვითრებს ვხედავთ.

ამიტომ, პრობლემა არის მარტივი გადასაწყვეტი, საჭიროა მათ აღიარონ კანონის და ხალხის ნება, მაგრამ რთულია იმ კუთხით, რომ ეს პრობლემა ცნობილია ბოლო 9 წელია და რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ ისინი ასეთ ჭეშმარიტ და საბაზისო მოცემულობას ქვეყნისთვის აღიარებენ. საუბარს წინაპირობები თავისთავად არ სჭირდება, საუბარი თავად არ არის პრობლემა, პრობლემაა ის, რომ თუკი მიზანი პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის დაწევაა, ამისთვის რთულია წინაპირობების გარეშე საუბარი, როცა გყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ აღიარებს ხალხის ნებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა