თეგებით ძიება

აქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა, ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი იქნება – ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ხვალისთვის დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა.

„სიმბოლურად აქცია დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება აქცია, როგორიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი აქცია. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამ აქციის მთავრი მიზანი, დავანახოთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა