თეგებით ძიება

გორში იკრიბებიან „სტალინისტები”, აქეთ კი “ნაცმოძრაობა” ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, არავინ უნდა მოიტყუოს თავი, რომ “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება უნდა.

"თქვენ ნახეთ, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ მივიდა “ნაცმოძრაობა” და ხვალ ისევ აქციას აწყობს, ქაოსი უნდათ შემოიტანოს დედაქალაქის ქუჩებში და ნუ მოვიტყუებთ ნურავინ თავს, რომ ამ ხალხს სჭირდება სტაბილიზაცია.

ხვალინდელი მათი აქცია ალბათ, უკავშირდება თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს, ისევე როგორც გორშიც იკრიბებიან სტალინისტები და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბებიან თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად. ამის უფლება აქვთ, ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ მოქალაქეებს დისკომფორტს ნუ უქმნიან. ზოგი მოდის, ბავშვებს ასეირნებს და ქუჩების გადაკეტვა და შეძახილები, ხომ ვნახეთ, რომ ამას არ აქვს გაგრძელება, ხომ ვნახეთ პირველი ტალღა ჩაფლავდა და ახლა მოიწვიეს კიდევ “კგბ”-ს გენერალი, ბიძამისი ბატონი ალასანია, ტყუილად შეაწუხეს კაციც,” – განაცხადა ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა