თეგებით ძიება

"წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი" - გიორგი ფხაკაძე ახალი კოვიდ-კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში მათთვის, ვინც ბოტოქსს იკეთებს, წინასაახალწლო სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

"წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ ვაქცინისაც.
კოვიდ ვაქცინა არის უსაფრთხო მათთვის, ვინც იყენებს ბოტოქსს.

გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ბოტოქსის გაკეთება ვაქცინის მიღებამდე 2 კვირით ადრე, ასევე ბოტიქსის პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ. ანუ 4 კვირა თავი უნდა შეიკავოთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბოტოქსის პროცედურა უსაფრთხოა.

ჯანმრთელობას გისურვებთ," - წერს გიორგი ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა