"არ გაეკაროთ არაფერს, ქალაქში ფენტალინი დაიყარა" - მამუკა გოგილაძე მოსახლეობას აფრთხილებს
ჟურნალისტი მამუკა გოგილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქალაქში ფენტალინი დაიყარა და მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც ჟურნალისტმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა , მის ინფორმაციით, მოვლენები კლუბში ხდება და უკვე რამდენიმე ადამიანი გახდა ცუდად.
„ფენტალინი სინთეტიკური ჰეროინია რომელიც ირევა და იხსნება ყველაფერში, ნემსის წვერის ხელა 10 კაცს ეყოფა რომ მოკლას",- ამბობს მამუკა გოგილაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.