თეგებით ძიება

"სტატისტიკა გაქვთ. გაასაჯაროვეთ!" - ფხაკაძე კოვიდით გარდაცვლილთა სიის გასაჯაროებას ითხოვს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდით გარდაცვლილთა სიის გასაჯაროებას ითხოვს.

"დღეს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშმა პარლამენტის წინაშე ნათლად ანახა რომ კოვიდ სიკვდილიანობის უმრავლესობა (79%) არის არავაქცინირებულებში.
ასევე, ანგარიშმა აჩვენა დეტალური სიკვდილობის მაჩვენებელი სხვადასხვა ვაქცინების მიხედვით:
ყველაზე დაბალი სიკვდილობა არის "მოდერნას" ვაქცინირებულებში მხოლოდ 1%, და ყველაზე მაღალი კი "სინოვაკის" ვაქცინირებულებში 11%.
ცნობისათვის, მე ბუსტერი "მოდერნას" ვაქცინით გავიკეთე.
გაფიცებთ, საქართველის ვაქცინაციის საბჭოზე რას აკეთებთ?! ქვეყანამ 4 კოვიდ ვაქცინა მიიღო და 14 000 მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დადეთ სიკვდილიანობის 2021 წლის სტატისტიკა. ვინაიდან, ბოდიში და ამ სფეროს პროფესიონალები არც ერთი არ ხართ, (თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე) დაგეხმარებით თუ რა უნდა დადოთ:
კოვიდით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 2021 წელს
კოვიდით გარდაცვლილთა არავაქცინირებულების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)
კოვიდით გარდაცვლილთა "სინოვაკით" აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)
კოვიდით გარდაცვლილთა "სინოფარმით" აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)
კოვიდით გარდაცვლილთა "ასტრაზენეკით" აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)
კოვიდით გარდაცვლილთა "ფაიზერით" აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)
არ გვინდა ზღაპრების მოყოლა რომ ამ ინფორმაციის შეგროვებას ბევრი დრო უნდა. ეს ტყუილი იქნება თუ ამას იტყვით ვინაიდან მე ვიცი რომ ეს სტატისტიკა გაქვთ. გაასაჯაროვეთ!", - წერს ფხაკაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა