თეგებით ძიება

"კიდევ კარგი, ჯერ არ გითქვამთ ღმერთი ვარო" - ვის მიმართავს პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეპისკოპოსს მიმართავს, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს:

"მე მხოლოდ ახლა გავიგე…
წყაროს არ ვასახელებ, ისევ მისი უსაფრთხოების გამო…
ჩემი სამეცნიერო დისერტაციის დაცვის პერიოდში, ერთ-ერთი ეპისკოპოსი მიბრძანებულა უნივერსიტეტში (ამ ეტაპზე არც მის სახელს ვიტყვი) და კატეგორიულად მოუთხოვოა სამეცნიერო საბჭოსთვის, იმ მღვდლის დისერტაცია დაბლოკეთ, არ დააცვევინოთ, ,,ჩააგდეთო”…

ცოტა გაოგნებული ვარ… იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი ვინც არის და რასაც წარმოადგენს, თუ ასეთ უსინდისობას მოიფიქრებდა ამას ვერ წარმოვიდგენდი…

ცხადია, მას არ ექნება წაკითხული ტერენტი გრანელის არც ერთი ლექსი, მაგრამ ჩემი სამეცნიერო ხარისხით რა დააკლდებოდა?! ალბათ ის, რომ ჩემს სიტყვას მეტი ძალა, მეტი დატვირთვა ექნებოდა…

ბატონო ეპიაკოპოსო, თქვენი ნება რომ იყოს, ლოცვასაც არ მათქმევინებდით და პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში გამისტუმრებდით….
კიდევ კარგი, ჯერ არ გითქვამთ ღმერთი ვარო, თორემ თქვენ მიერ დაზომბირებული ხალხი შეგძახებდათ-ხართ, ხართო!..
ბატონო ეპისკოპოსო, თქვენთვის არასდროს მითხოვია დახმარება, თუ ჩემით რამეს ვახერხებდი, ამაშიც თურმე ხელს მიშლიდით?!
ბატონო ეპისკოპოსო, როგორ კარგაც გცოდნიათ მართლმადიდებლობის არსი და რა კარგად გაგირკვევიათ თქვენი ფუნქცია ამ ეკლესიაში…

პრობლემა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ამ სიმართლის გამო მომწერენ, არ გეშინია დაგსაჯონ?! უმოქმედოდ დაგტოვონ?!
მეტი რა უნდა დავისაჯო ხალხო, იმაზე მეტი როგორ დავისაჯო ასეთების ხელში ვყოფილვარ და თურმე მათ ინდა გადაეწუვიტათ ჩემო ბედი, ვისაც ორი წიგნი არ აქვს წაკითხული… მეტი უმოქმედობა რა უნდა იყოს, როცა ყველგან გბლოკავენ და დასჯის შიშიშ გაჩუმებენ…
რისთვის დასჯა, ამ სიმართლისთვის?! ეს ვუთხრა ჩემს შვილებს, სწავლის გამო მსჯიდა ეპისკოპოსი მეთქი?!
ან როდემდე უნდა დავითმინო ეს ტენდენცია, ,,გაჩუმდი, თორემ დაგსჯი”, ხმა არ ამოიღო, თორემ კუთხეში დადგები”!..
რისთვის, რატომ?!

ვინც ასე ექცევა ადამიანებს, ის უნდა დაწინაურდეს და ვისაც უსამართლოდ სწირავენ, კიდევ ის უნდა დაისაჯოს?!
ასეა… განათლებულებს და ნაკითხებს უფრო მეტი დაფასება რომ ჰქონოდა, ეკლესიას ამდენი ადამიანი არ გააკრიტიკებდა…
როდემდე არ უნდა ვითვლებოდეთ ადამიანებად…

კიდევ კარგი, ხელმძღვანელობას ჭკუა ეყო და დაცვა არ ჩაიშალა, თორემ….
მადლობა მათ, ვინც უსამართლობას მხარი არ დაუჭირა…
ღმერთის სამართალი კი ყველას მწარედ მოეკითხება, ყველაე მეტად ეპისკოპოსს!..", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა