თეგებით ძიება

"ჯერჯერობით ერთხელ დავიბადე, მეორედ დაბადებაზე შეგნებულად უარი ვთქვი, რა გადანერგვა ამ ასაკში" - იაგო ფრანგიშილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"საოცარია ცხოვრება....
სიკვდილ სიცოცხლეც კი არაა ცალსახა...
ზოგი მეორედ იბადება, საბედნიეროდ,
განსაკუთრებულ საფრთხეს რომ დააღწევს თავს ადამიანი, მეორედ დაბადებაა, აბა რაა...
ზოგი კიდე, მკვდარი რომ გგონია, მისგან დასვენებული რომ გგონია სამყარო, უცებ აღმოჩნდება რომ არამარტო ცოცხალია, არამედ ვიღაცამ რაღაც დიდის მართვა გამგებლობა ჩააბარა....
ზოგი რამდენჯერმე კვდება,
ფიზიკურად კიარა, ისე, ადამიანობაში კვდება...
ისეთს გააკეთებს, ისეთს იტყვის და ამტკიცებს, შხამავს საზოგადოებას. თანაც, თუ ასეთი რამ ღრმა სიბერეში შეემთხვა, წესით ქრისტიანმა მორწმუნემ უფალს უნდა შეღაღადოს, რა დაგიშავა ასეთი ამ ადამიანმა, რომ იმაზე ადრე არ წაიყვანე შენს სასუფეველში, ვიდრე ეს საშინელება მოუვიდოდაო...

გარდაიცვლება ასეთი და იფიქრებ, მიიბარა სული უფალმა და დაისვენა მანაც და სხვამაცო...
ზოგიც კიდევ, წასულია ცოცხლების გარემოდან, მაგრამ, მისი ნაკეთი, მისი ნათქვამი, მისი იდეოლოგიური ნაშიერიზმი ცოცხალზე ცოცხალია და ქართულმა ფილოსოფიამ ,,მაოხრებელი მკვდარი,, შეარქვა ამ მდგომარეობას
ზოგი კი,
მიდის ამ ქვეყნიდან ფიზიკურად, მაგრამ არ კვდება,ბევრ ცოცხალზე უფრო ცოცხალია და გვერდით უდგას ერს და ბერს, საბედნიეროდ...
დიდი მადლია ეს....

მოკლედ
ჯერჯერობით ერთხელ დავიბადე
მეორედ დაბადებაზე შეგნებულად უარი ვთქვი, რა გადანერგვა ამ ასაკში, მოდი და ვერ წავიდა ისე რომ გინდა და მშობლებს კიდე ეს უნდა ანახო მეთქი და დავტოვე ისე ყველაფერი, როგორც იყო და,
დავრჩი ერთხელ დაბადებულად.

სიკვდილით კი, იქნება მოვკვდი სადმე და ვიღაცასთან ისე, რომ ვერც კი გავიაზრე, უდიდესი ბოდიში ამისთვის იმ ადამიანებს,
მაგრამ,
უფალს ვთხოვ აწი ისე მომკლას, რომ ცოცხალი სიკვდილის გამოცდილება მომაკლოს და ახლად დაბადება ხო არა და არ მინდა,
როცა მოესურვება საბოლოო ყოფილიყოს ეს სიკვდილი.

ეს უდიდესი მადლიც და პატივიც იქნება", - წერს ფრანგიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა